HR ლაბორატორია ადამიანის რესურსების ეროვნული ასოციაციის (არეა) ახალგაზრდული კვლევითი გაერთიანებაა, რომლის მიზანიც ქართულ HR სივრცეში ემპირიულ კვლევაზე დაფუძნებული მიდგომის დანერგვა და ხელშეწყობაა. ჩვენი მიზანია ემპირიულად შევისწავლოთ საქართველოს HR სივრცე – ვიკვლიოთ მისი მახასიათებლები, არსებული გამოწვევები და საჭიროებები, ასევე ხელი შევუწყოთ HR პროფესიის განვითარებასა და მაღალი პროფესიული სტანდარტების დანერგვას.