ჩვენ შესახებ

ასოციაციის შესახებ

„არეა“ შეიქმნა იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს HR პროფესიის განვითარებას საქართველოში და HR პროფესიონალთა განათლების დონის ამაღლებას. „არეა“ არის კერძო და სახელმწიფო სექტორში მოღვაწე ადამიანური რესურსების მართვის პროფესიონალთა ასოციაცია.

„არეა“-ს შექმნის მიზანია შეიცვალოს HR სპეციალისტის როლი და განვითარდეს HR ბიზნეს პარტნიორის მიმართულებით.

მისია

გავაძლიეროთ და გავზარდოთ ადამიანური რესურსების მართვის პროფესიონალთა საზოგადოება საქართველოში უმაღლესი პროფესიული სტანდატების დანერგვისა და მუდმივი განვითარების საშუალებით.

მიზანი

ვინ ვართ ჩვენ

ჩვენ ვართ ენთუზიაზმით აღსავსე ადამიანური რესურსების მართვის პროფესიონალები, რომლებიც ვისწრაფვით გავზარდოთ ცნობიერება ადამიანური რესურსების მართვის შესახებ არა მხოლოდ ამ სფეროში ჩართულ ადამიანებს შორის, არამედ კერძო და საჯარო ორგანიზაციებშიც. ჩვენი ცოდნა და გამოცდილება გვსურს მოვახმაროთ ქვეყნის კეთილდღეობის გაზრდას შრომითი ურთიერთობების განვითარებისა და სრულყოფის გზით. ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანური რესურსების მართვის როლსა და შინაარსზე იმ სიახლებიისა და გამოწვევების კონტექსტში, რაც თან ახლავს გლობალიზაციას, ციფრულ განვითარებას და ხელოვნური ინტელექტის აქტიურ ჩართულობას ჩვენს ცხოვრებაში. ჩვენ ვისმენთ პროფესიონალთა მოსაზრებებს ყველა სფეროდან, რათა სწორად დავსვათ აქცენტები და განვჭვრიტოთ ადამიანური რესურსების მართვის განვითარების თავისებურებები ამ ინფორმაციის გათვალისწინებით. შემდეგ კი მოვახდინოთ ამ ცოდნის გაზიარება და გადაცემა.