ონლაინ კურსები

 

ადამიანის რესურსების ეროვნული ასოციაცია (არეა) AIHR ონლაინ აკადემიის პარტნიორი და ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. პარტნიორობის ფარგლებში, ადამიანის რესურსების ეროვნული ასოციაცია თავის წევრებს სთავაზობს 20%-იან ფასდაკლებას AIHR აკადემიის ყველა ონლაინ კურსზე.

AIHR აკადემიაში ისწავლება ყველაზე თანამედროვე და მოთხოვნადი უნარები, რომლებიც სჭირდება HR-ს იმისათვის, რომ იყოს ყოველთვის აქტუალური მუდმივად ცვალებად ციფრულ სამყაროში. სფეროს ექსპერტები ონლაინ გადმოსცემენ პრაქტიკულ უნარებს, ინტერაქციული და მოკლე გაკვეთილების მეშვეობით. HR ინოვაციის აკადემიაში მუდმივად განვითარების მოსურნე ნებისმიერ HR-ს შეუძლია განივითაროს ყველა პრაქტიკული უნარი და გახდეს მონაცემების მართვის, ციფრული ტექნოლოგიების მცოდნე და ბიზნესზე ორიენტირებული ექსპერტი.

AIHR აკადემია გთავაზობთ HR კურსების მსოფლიოში ყველაზე სრულყოფილ სასწავლო პროგრამას და ამაყობს, რომ Fortune Global 500 კომპანიიდან 325-ზე მეტი კომპანიის მიმწოდებელია. აკადემია ეხმარება ორგანიზაციებს აუმაღლონ კვალიფიკაცია HR პერსონალს და HR გახადონ სტრატეგიულ პარტნიორად და ბიზნეს შედეგების მთავარ დრაივერად.  აკადემიის მოდულური ონლაინ კურსები და პროგრამები მოიცავს მთელ HR სპექტრს და ადვილად ერგება ორგანიზაციის სტრუქტურულ შესაძლებლობებსა და სწავლების მიზნებს.


რატომ AIHR აკადემია?

აკადემია გლობალურად აღიარებულია მსოფლიოში უმსხვილესი HR საზოგადოებების მიერ (SHRM, HRCI, HRPA)

  • სწავლისას მუშაობთ რეალურ პროექტებზე და დავალებებზე, რომლებიც შეგიძლიათ მაშინვე გამოიყენოთ სამუშაოზე.
  • კურსებს უძღვებიან დარგის წამყვანი პრაქტიკოსები და გამოცდილი ექსპერტები, რაც ქმნის აკადემიური ცოდნის, დარგის საუკეთესო პრაქტიკებისა და პრაქტიკული სწავლებების მძლავრ ნაზავს.