New HR Today

New HR Today

ონლაინ კონფერენცია FUTURE HR TODAY - მომავალი HR დღეს

ადამიანის რესურსების ეროვნული ასოციაციის ორგანიზებით 2021 წლის 21 მაისს ტარდება პირველი ახალგაზრდული HR კონფერენცია ,,FUTURE HR TODAY - მომავალი HR დღეს“ .

ღონისძიების თანაორგანიზატორია "ფორტუნა აკადემია

კონფერენციის მხარდამჭერები არიან:  

-ადამიანების მართვის ევროპის ასოციაცია (EAPM)

-აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი

-კავკასიის უნივერსიტეტი,

-რადიო „ფორტუნა“

-HR.GE

კონფერენცია ტარდება Zoom Meeting- ის საშუალებით.

ტექნიკური ინფორმაცია

კონფერენციის დღის წესრიგი დაემატება მოგვიანებით!

კონფერენციის პროგრამა

კონფერენცია ეძღვნება საქართველოს HR (15 მაისი) და საერთაშორისო HR დღეს (20 მაისი)

კონფერენციის მიზანია HR სფეროს პრაქტიკული გამოყენების სიახლეების თავმოყრა, საქართველოში HR სფეროს პოპულარიზაციისა და ინტერდისციპლინური კვლევების ხელშეწყობა.

ძირითადი მიმართულებები:

-ციფრული სიახლეები/ინოვაციები HR სამყაროში;

-ლიდერობა და ორგანიზაციული კულტურა;

-HR კომპეტენციები;

-HR გამოწვევები ქართული მენეჯმენტის სივრცეში;

-თანამშრომელთა განვითარება და მოტივაცია;

-HR - ის ურთიერთკავშირი სხვა დისციპლინებთან;

-სხვა

ძირითადი მოთხოვნები:

-კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ HR  სფეროთი დაინტერესებულ, უმაღლესი სასწავლებლების სამივე საფეხურის სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს.

-საკონფერენციო თემა უნდა შეიცავდეს პრაქტიკულ სიახლეს HR სფეროში (სასურველია შეესაბამებოდეს ზემოთ ნახსენებ ძირითად მიმართულებებს).

-არ უნდა იყოს გამოქვეყნებული ან წაკითხული სხვა რომელიმე სამეცნიერო ღონისძიებაზე.

-ანოტაცია უნდა მოიცავდეს მაქსიმუმ 100-150 სიტყვას.

-თეზისის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 500 სიტყვას.

-კონფერენციის მოხსენება წარმოდგენილი უნდა იყოს სლაიდების სახით.

ადამიანის რესრუსების ეროვნული ასოციაციის ონლაინ ჟურნალშიHR რეპორტერისტატიის გამოქვეყნების მსურვლეთათვის

-სტატიის გამოქვეყნების მსურველები, მოთხოვნების შესახებ დამატებით ინფორმაციას მიიღებენ ელექტრონული ფოსტით.

კონფერენციის სამუშაო ენა: ქართული

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ყველა შემოსული განაცხადი გაივლის ანონიმურ რეცენზირებას.

მნიშვნელოვანი თარიღები:

კონფერენციაში მომხსენებლების რეგისტრაციის ვადა: 2021 წლის 5 აპრილის ჩათვლით

საკონფერენციო თემის ანოტაციის წარდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის 19 აპრილის ჩათვლით

საკონფერენციო თემის ანოტაცია უნდა მოიცავდეს :

-თემის დასახელება

-მიზანი

-საკითხის აქტუალობა

-პრაქტიკული მნიშვნელობა

-გამოყენების არეალი

ინსტრუქცია: გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა ( GOOGLE FORM)

საკონფერენციო მასალები გამოგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  conference@nahr.ge , მეილის SUBJECT- ში აუცილებლად მიუთითეთ: „FUTURE  HR TODAY - მომავალი HR დღეს 

!!! კონფერენციაში მონაწილეობა არ ითვალისწინებს გადასახადს

დამატებითი ინფორმაცია: კონფერენციის მასალების ელექტრონული ვერსია განთავსდება ადამიანების მართვის ევროპის ასოციაციის (EAPM) ვებ-გვერდზე.

საკონტაქტო ინფორმაცია: conference@nahr.ge